logo
ENG



ხუხაშვილი: სისტემა რომ სუსტია, მათ ეს დაადასტურეს ძალიან სახიფათო ფორმით

22 ოქტ 202012:55
3 წუთის საკითხავი
 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრისას ამბობს, რომ გუშინ "სისტემის სისუსტე დადასტურდა". ფორმულასთან საუბარში მან აღნიშნა, რომ თუკი დამნაშავეს ვერ დააკავებენ, ეს უარეს პროცესებს გამოიწვევს ქვეყანაში. 

"იმედია, დააკავებენ იმ ადამიანს, სხვანაირად, კიდევ უფრო მძიმე დასკვნების გაკეთება იქნება შესაძლებელი. შეიძლება, ეს გახდეს პრეცედენტი, რომლის შედეგად, მივიღებთ უარეს პროცესებს.

პრევენცია, შიში კრიმინალში, რომ ასეთი ჰოლივუდის ტიპის ოპერაციები არ განხორციელდეს, გამქრალია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კონკრეტული გმირების მაგალითები ვიხილეთ, იგივე პოლიციელის მხრიდან. სისტემა რომ სუსტია, ფაქტობრივად, გუშინ მათ ეს დაადასტურეს, ძალიან სახიფათო ფორმით", - ამბობს გია ხუხაშვილი. 

ზუგდიდში მდებარე საქართველოს ბანკის ცენტრალურ ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს მძარცველი შეიჭრა. მან მძევლები აიყვანა და 500 000 დოლარს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ ის ბანკიდან სამ მძევალთან ერთად წავიდა, მოგვიანებით ისინი გაათავისუფლა და ფულთან ერთად გაიქცა. შსს-ში ამბობენ, რომ მისი სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს


close დახურვა