logo
ENG



ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას საქმეზე დაკავებულზე: საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი

16 ივნ 202008:56
3 წუთის საკითხავი
 
v22zqs2og98d6yp.jpg

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავებას ემხუარება და აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის მხრიდან ეჭვმიტანილზე ყველა ინფორმაცია უნდა გამოითხოვოს.

ხუხაშვილის თქმით, საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი.

„როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება? უნდა გამოითხოვოს რუსეთის მხრიდან ყველა ინფორმაცია ეჭვმიტანილზე, მის საქმიანობასა, კავშირებზე და გადაადგილების მარშრუტებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქმე უკვე გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი, ეს უნდა ხდებოდეს ღიად და გამჭვირვალედ და არა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე” საქმის გასაიდუმლოებით და მიფუჩეჩებით.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის შესაბამისი სამსახურები სათანადოდ არ ითანამშრომლებენ ასეთ თემასთან დაკავშირებით, ეს იქნება პოლიტიკური დაკვეთის ირიბი დადასტურება. ამის შემდეგ უნდა გვქონდეს უმწვავესი რეაქცია საერთაშორისო რეზონანსით. გაგახსენებთ “სოლსბერის საქმეს”.
პოლიტიკურად “მაღალი ალბათობა” საკმარისია პროცესის დასაწყებად...“, - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ „ფორმულას“  ინფორმაციით, ქავთარაძეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაკავებული ადამიანი რუსეთის მოქალაქე აღმოჩნდა, რომელსაც გიორგი გაბუნიას მკვლელობა ჰქონდა დავალებული.

მოგვიანებით თემაზე სუს-მა განცხადებაც გაავრცელა და „ფორმულას“ ინფორმაცია დაადასტურა. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის მოქალაქე ვ.ბ. შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს.


close დახურვა