logo
ENG



ხუხაშვილი უკრაინიდან ელჩის გამოწვევაზე: ბიძინა გაიბუტა

08 მაი 202016:19
3 წუთის საკითხავი
 
3cbipzlgosww4i2.jpg

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინიდან საქართველოს ელჩის გამოწვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს გაბუტვის დემონსტრირებაა.

„ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა ნიშნავს არაუმეტეს გაბუტვის დემონსტრირებას. ფეხები აბაკუნეს, თვალები აბრიალეს და...
ბიძინა გაიბუტა...“, - წერს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტს თავიდან სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნა სურდა, რასაც საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა.

გარდა ამისა, დღეს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, თეიმურაზ შარაშენიძეს თბილისში კონსულტაციებზე გამოიძახებენ

 

 


close დახურვა