logo
ENG



ჯანდაცვა: 2 სტომატოლოგიურ კლინიკაში ე.წ მალხენ აირს უკანონოდ იყენებდნენ

22 მაი 202111:01
3 წუთის საკითხავი
clock 1314

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2 სტომატოლოგიურ კლინიკაში აზოტის ქვეჟანგის, ე.წ. მალხენი აირის უკანონოდ გამოყენების შემთხვევები გამოავლინა.

სააგენტოს ცნობით, ინჰალაციური ანესთეზიას ის სტომატოლოგები იყენებდნენ, რომლებსაც შესაბამისი სერტიფიკატი არ გააჩნდათ.

გარდა ამისა, სააგენტო მიუთითებს, რომ აზოტის ქვეჟანგი საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული არ არის.

ფარმაცევტული პროდუქტები დაილუქა და სტომატოლოგიურ კლინიკებს ჩამოერთვა. უკანონო საექიმო საქმიანობისთვის კი 4 სტომატოლოგის საქმეზე პროფესიული განვითარების საბჭო იმსჯელებს.  


close დახურვა