logo
ENG



ჯანდაცვა: კლინიკებს COVID-19-ის და ცხელების მქონე პაციენტების მკურნალობა აუნაზღაურდებათ

16 ოქტ 202018:03
3 წუთის საკითხავი
 
vet3685h0n2m3d3.jpeg

ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის ეკატერინე ადამიას განცხადებით, კლინიკებს, მობილიზებული საწოლფონდის ანაზღაურების გარდა, სახელმწიფო აუნაზღაურებს კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის და ცხელების მქონე პაციენტების მკურნალობას.

მისივე განცხადებით, გაგადაწყვეტილება კლინიკებისთვის ფინანსური პრობლემების თავიდან არიდების მიზნით მიიღეს.

"გარკვეული მხარდაჭერის მექანიზმები შემოვიღეთ სახელმწიფოს მხრიდან. იმისთვის, რომ მობილიზებული საწოლების ფონზე კლინიკამ შეძლოს და გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში და არ შეექმნას გარკვეული ფინანსური პრობლემები, სახელმწიფოს მხრიდან ეს კლინიკები მობილიზებული საწოლფონდის ანაზღაურებას იღებენ. გარდა ამისა, მათ აუნაზღაურდებათ, როგორც კოვიდ დადასტურებული შემთხვევის, ასევე ცხელების მქონე პაციენტების მკურნალობის ღირებულება ადგილზე", - აცხადებს ეკატერინე ადამია.

მისივე თქმით, რამდენიმე დღეში სამედიცინო პერსონალისთვის გათვალისწინებული სახელფასო დანამატი ამოქმედდება.

"სამედიცინო პერსონალზე გათვალისწინებულია სახელფასო დანამატი, რომელიც უახლოეს დღეებში ამოქმედდება და ექიმებს ექნებათ დამატებითი რესურსის მიღების შესაძლებლობა იმ დატვირთვის გათვალისწინებით, რასაც ისინი ნამდვილად ახორციელებენ ამ გმირულ საქმეში, რასაც კოვიდთან ბრძოლა ჰქვია", - განაცხადა ეკატერინე ადამიამ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის მართვაში ჩართულ ყველა ექიმს 50%-იანი სახელფასო დანამატი ექნება.


close დახურვა