logo
ENG



ჯანდაცვის ექსპერტები აგრესიულ ტესტირებაზე: მთავრობა ვიწრო ჯგუფებზეა ორიენტირებული

29 აპრ 202010:09
3 წუთის საკითხავი
 

დღეიდან მთავრობა კორონავირუსზე აგრესიულ ტესტირებას გეგმავს, რომელშიც საზოგადოების კონკრეტული კატეგორია ჩაერთვება. ესენია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები.

ჯანდაცვის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მიზნობრივი ჯგუფები უნდა გაიზარდოს და საზოგადოების მასობრივი ტესტირება დაიწყოს. 

"გაკეთებული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან ვიწრო ჯგუფებზეა ორიენტირებული მთავრობა და ჯანდაცვის სამინისტრო. თუნდაც საკუთარი, პირველ აპრილს მიღებული ტესტირებისა და პროტოკოლის ალგორითმის მიხედვითაც კი მეტი ადამიანია დასატესტი. ამასაც კი არ მისდევს მთავრობა, რაც ბევრ კითხვას აჩენს",-აცხადებს სერგო ჩიხლაძე. 

ვატო სურგულაძე კი ყურადღებას ანტისხეულების კველავზე ამახვილებს და დარწმუნებულია, რომ აღნიშნული აუცილებლად ჩასატარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია ზუსტი ვითარების გაგება. 

"იმისათვის, რომ მივიღოთ სურათი, როგორ ტარდება ბევრ ქვეყანაში უფრო ფართო მასშტაბით, ელემენტარულად უნდა გავარკვიოთ რამდენ ადამიანს აქვს გადატანილი ვირუსი. კვლევა ანტისხეულებზე მოგვცემს საშუალებას უფრო ზუსტი სურათი დავდოთ. ეს გვჭირდება იმ პროგნოზების დაგგეგმარებისათვის, რაც მომავალში შეიძლება გავაკეთოთ. მუდმივად არ შეიძლება კარანტინში ყოფნა",-აცხადებს ვატო სურგულაძე. 


 


close დახურვა