ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, საქართველოში ამ კვირაში კოვიდის სამკურნალო პრეპარატი შემოვა.
მისი თქმით, პრეპარატის გამოყენება უფასო იქნება.
"ამ კვირაში უკვე გვექნება კოვიდის სამკურნალო პრეპარატი. ეს არის სპეციალური პრეპარატი, რომელიც არის ფაიზერის შექმნილი - პაქსლოვიდი. სულ აქვს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანას და ძალიან მიხარია, რომ ერთ-ერთი ჩვენი ქვეყანა იქნება. ყველა პოტენციურად, ვინც შეიძლება დამძიმდეს ინფიცირების შემთხვევაში და ქრონიკული დაავადებები აქვს, მათ უფასოდ დავურიგებთ ამ მედიკამენტს და ისინი იმკურნალებენ ინფიცირებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. პირველი 5 დღის განმავლობაში აუცილებელია ამ მედიკამენტის მიღება", - თქვა აზარაშვილმა.