logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე თვითიზოლაციაშია - ფორმულას ინფორმაცია დადასტურდა

12 მარ 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ მისი თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაში იმყოფება. აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მანამდე "ფორმულაც" ავრცელებდა. 

მინისტრის თქმით, მის თანაშემწეს, კორონავირუსზე კვლევა ჩაუტარდა, რომელიც უარყოფითი იყო.

„ჩემი თანაშემწე იმყოფება თვითიზოლაციაში, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც მის მეუღლეს დაუფიქსირდა კორონავირუსი, ის უკვე იყო თვითიზოლაციაში. შესაბამისად, ჩემს თანაშემწეზე და მის ოჯახზე გავრცელების რისკი, რა თქმა უნდა, იყო დაბალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ მივიღეთ პრევენციული ღონისძიებები და თანაშემწე უკვე 1 კვირაა აღარ იმყოფება სამინისტროში, რაც რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ მასაც არ დაუფიქსირდება. ჩვენ პრევენციულად ჩავუტარეთ მას კვლევა, რომელიც იყო ნეგატიური კორონავირუსზე. ჩემთან მიმართებაში საშიში არ არის”, - განაცხადა ტიკარაძემ.


close დახურვა