logo
ENG



ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: მომსახურების სააგენტოში რეორაგანიზაცია მიმდინარეობს

27 დეკ 201915:48
3 წუთის საკითხავი
 
qc1u94fuj6zuew5.jpg

სამედიცინო კლინიკების წარმომადგენლებსა და მინისტრებს შორის შეხვედრა ამ დრომდე გრძელდება. შეხვედრას მთავრობის წევრები ესწრებიან, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია, რომელმაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი თქმით, შეხვედრა შეეხებოდა სფეროში ძირითადი რეფორმების განხილვას.

"დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა გახლავთ უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნისთვის ჯანდაცვის ძირითადი რეფორმების განხილვა და კონკრეტული ინტერვენციებზე კლინიკების წარმომადგენლების პოზიციების მოსმენა. ეს ეხება როგორც ფასების გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსის მიმართულებით სისტემის საჭიროების შესწავლას და მოიცვას, რათა მოდელი მიუახლოვდეს დასავლურ მოდელს",-აღნიშნა გაბუნიამ. 

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაციის შესახებ სიმართლეა და ეს პროცესი უკვე ორი თვეა რაც მიმდინარეობს. თუმცა თანამშრომელთა შესაძლოა გათავისუფლების შესახებ მას კომენტარი არ გაუკეთებია. 

"სოციალური მომსახურების სააგენტოში რეორგანიზაცია და პერსონალთან გასაუბრება უკვე ორი თვეა მიმდინარეობს. ასევე რეორგანიზაცია მიმდინარეობს გადაუდებელი და სასწრაფო დახმარების ცენტრში. აქაც მიმდინარეობს გასაუბრება, რათა პერსონალი თბილისის სასწრაფოდან გადმოვიდეს სსიპ-ში და შეიქმნას ერთიანი საშტატო განრიგი. გათავისუფლების თაობაზე მე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ",-აღნიშნა გაბუნიამ.

 

 


close დახურვა