ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის, სპუტნიკ V-ის ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.
WHO-ს რეგიონულმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ვაქცინის წარმოების პროცესი არ აკმაყოფილებდა საჭირო სტანდარტებს.
რუსეთმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას სპუტნიკ V-ის ავტორიზაციისთვის თებერვალში მიმართა, თუმცა, გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვერ მიიღო.
WHo აცხადებს, რომ ავტორიზაციის პროცესი შეჩერდება მანამ, სანამ ვაქცინის ერთ-ერთ საწარმოში ხელახალი შემოწმება არ ჩატარდება და არ იქნება განხორციელებული ადეკვატური ზომები "ჯვარედინი დაბინძურების რისკების შესამცირებლად".
"ქარხანამ უნდა გაითვალისწინოს რჩევები, განახორციელოს აუცილებელი ცვლილებები და მზად იყოს ინსპექციისთვის. WHO მათგან ელოდება ინფორმაციას, რომ საწარმო სტანდარტებს შეესაბამება". - ამბობს ჯარბას ბარბოსა, ამერიკული ჯანდაცვის ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწე
რისკების მიუხედავად, სპუტინიკი V არაერთ ქვეყანაში გამოიყენება.
სამედიცინო ჟურნალ ლანცეტში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ 91.6%-ით ეფექტიანია.