ჯანდაცვის სამინისტრომ ანტიგენის და ანტისხეულების 200 000 ტესტი შეიძინა. ამის შესახებ უწყების პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ანტისხეულების 100 000 ტესტის მომწოდებელი ჩინეთის მთავრობის მიერ ლიცენზირებული კომპანიაა, რომელიც მათივე თქმით, ამავე ტესტებით ევროპის ქვეყნებსა და აშშ-საც ამარაგებს. ხოლო, ანტიგენ 100 000 ტესტის მომწოდებელი კორეული კომპანიაა.
ჯანდაცვის უწყებაში ამბობენ, რომ სწრაფი ტესტები შესაბამის კლინიკებსა და დაწესებულებებზე გადანაწილდება. ტესტები მსოფლიო ბანკის და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში შეისყიდეს.