logo
ENG



ჯანდაცვის სამინისტრო ვირუსის მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელზე მუშაობს

18 მარ 202018:01
3 წუთის საკითხავი
 
5ogva26l5u2fmim.png

ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისა და მსუბუქი შემთხვევების ბინაზე მართვის მოდელის დასაგეგმად, პირველადი ჯანდაცვის ქსელთან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის სამინისტროში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გაიმართა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია მოსახლეობამ ზედმეტი ვიზიტებისგან და კონტაქტებისგან თავი შეიკავოს.

პირველადი ჯანდაცვის ქსელი სატელეფონო კონსულტაციის გაწევისთვის სრულად მობილიზებულია. მხოლოდ საჭიროების შემთხვევში კი, უმოკლეს ვადაში, შესაძლებელია როგორც ადგილზე ვიზიტის დაგეგმვა, ასევე ბინაზე ვიზიტის ორგანიზებაც.


close დახურვა