ჯანდაცვის სამინისტროს წინ გამართული აქციის მონაწილეებს მინისტრის მოადგილე პასუხობს. მისი თქმით, ბინების გადაცემის პროცესი ყველასთვის ღიაა.
„მოცემულ ეტაპზე იმსჯელა კომისიამ და მიიღო გასაჯაროებული გადაწყვეტილება. მე პირადად ვუთხარი მათ, რომ პროცესი იქნებოდა ღია და გამჭვირვალე“ - აცხადებს გიორგი წოწკოლაური, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
მას შემდეგ, რაც მინისტრმა იძულებით გადაადგილებული პირების მოთხოვნას არ უპასუხა, აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შენობაში შეჭრა სცადეს.
ეს პროტესტის 30-ე დღეა. იძულებით გადაადგილებული პირები ბინების გაცემის წესს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას მოითხოვენ, მათ შორის არიან ისეთები, ვინც ბინას 27 წელია ელოდება.