logo
ENG



ჯანდაცვის სისტემის კოშმარი - შაბათის ფორმულა

05 ნოე 202221:23
3 წუთის საკითხავი
 

ონკოლოგიური ბავშვების კოშმარი იაშვილის საავადმყოფოში. მძიმე ბრძოლა კიბოსთან და ქართულ ჯანდაცვასთან, სადაც ხშირად პატარები და მათი მშობლები მარცხდებიან. არასწორი დიაგნოზი, მკურნალობის არაეფექტური გზები, კოლოსალური თანხები, რომელიც მძიმე პაციენტის ოჯახებს არ აქვთ. მძიმე დაავადებასთან ბრძოლა, პარაზიტებთან და მღრღნელებთან და ანტისანიტარიასთან ერთად - ასეთია კოშმარი, რომელსაც სახელმწიფო სიცოცხლისთვის მებრძოლ პატარებს სთავაზობს. შაბათის ფორმულა ესაუბრა მშობლებს, რომლებმაც ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანა შეძლეს. ისინი გვიყვებიან, რომ ხშირად ბავშვების მდგომარეობა უკვე უიმედოდ დამძიმებული იყო, მკურნალობის გზები კი დაგვიანებული. საქართველოში, იაშვილის კლინიკა  ერთადერთი საავადმყოფოა, სადაც ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური განყოფილებაა გახსნილი. დიაგნოზის დასმის შემდეგ, მკურნალობა ვერც ერთ სხვა კლინიკაში ვერ ხდება.


close დახურვა