logo
ENG



ჯანდაცვის სპეციალისტები საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას ითხოვენ

17 ნოე 202012:44
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები კორონავირუსის პრევენციის საკოორდინაციო საბჭოს ფორმატის გაფართოებას ითხოვენ. 

მათი თქმით, საბჭო ჩაკეტილი სამუშაო ჯგუფია, რომელიც უნდა გაფართოვდეს და საკითხის მართვა პარტიულიდან ეროვნულ დონეზე გადავიდეს. 

"დღეს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ანტიეპიდემიური ღონიძიებები უკვე არასაკმარისია პანდემიის გავრცელების შესაკავებლად და მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას დრამატულად რთული პერიოდი დაუდგება. ეპიდემიის მართვაში პოლიტიკური ბრძოლის სიბრტყიდან ამ საკითხის მართვა გადავიდეს ზეპარტიული, ეროვნული ინტერესების დონეზე". - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი. 

"ჩვენ ვხედავთ სისტემის კოლაფსს, დროულად ვერ მიდის სასწრაფოს მანქანები პაცეინტებთან, არის ექიმების, რესურსების ნაკლებობა, ოჯახის ექიმის პასუხი ხშირად არარელევანტური და დაგვიანებულია, ადამიანს სიცხე რომ აქვს, არ იცის, აქვს თუ არა კოვიდი, სად უნდა გაიტესტოს და მერე როგორ მოიქცეს". - თქვა ნინო მირზიკაშვილმა, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა. 

დღეს, 17 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 45 ადამიანი. 26 თებერვლიდან ამ დრომდე COVID 19-ის 85 952 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 778 ადამიანი. 


close დახურვა