logo
ENG



ჯანეზაშვილი: მოვუწოდებ ქადაგიძეს მოვიდეს სხდომებზე და კითხვებს პასუხი გასცეს

06 ივნ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 

მოსაწვევი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისთვის. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნინო ქადაგიძეს საბჭოს სხდომაზე იწვევს. ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ქადაგიძე, რომელიც პარლამენტმა თანამდებობაზე მარტში დაამტკიცა, საბჭოს სხდომებზე არ მიდის.

ჯანეზაშვილი ასევე აცხადებს, რომ დარღვევებით მიმდინარეობს უზენაეს სასამართლოში, ორ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი, რითიც ასევე არ ინტერესდება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. 

„ნინო ქადაგიძე მარტში აირჩიეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ, მას კი ამ დრომდე არც ერთ სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა. მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე კანდიდატების შერჩევის კონკურსი. ეს საკითხი, ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს. შერჩევის პროცესი დარღვევების მიმდინარეობს. დარღვეულია ვადები. ვფიქრობ, ნინო ქადაგიძეს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ეს თემა უნდა აინტერესებდეს. როდესაც მას ირჩევდნენ თავმჯდომარედ, განაცხადა, რომ ხელს შეუწყობდა ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებას. სხდომებზე თუ არ ივლის და არ მიიღებს მონაწილეობას ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, შესაბამისად ანგარიშვალდებულ სისტემაზე ფიქრი მისი მხრიდან არის სრულიად უადგილო. საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშნეს ხვიჩა კიკილაშვილი და ვასილ როინიშვილი, ისინი მოსამართლეები გახდნენ 10 წლის ვადით. რა კრიტერიუმებით შეარჩიეს ეს ადამიანები, ამაზე ნინო ქადაგიძეს არ გაუცია სიღრმისეული პასუხი საზოგადოებისთვის.

მოვუწოდებ, რომ მოვიდეს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი გასცეს. ვუგზავნი მოსაწვევს, მოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებზე, დაესწროს, მიიღოს მონაწილეობა და აქტუალურ კითხვებს უპასუხოს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.


close დახურვა