logo
ENG



ჯანეზაშვილი: ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს

15 ივლ 202212:52
3 წუთის საკითხავი
 
ჯანეზაშვილი: ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის ლაშა ჩხიკვაძის განცხადება აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას ნიშნავს, რაც მისივე თქმით, შემაშფოთებელია. 

"ჯერ ერთი არ მჯერა რომ მან დაწერა, მაგრამ მისი სახელით გავრცელებული ტექსტი უკვე ნიშნავს აშშ-ის წინააღმდეგ კამპანიაში მოსამართლის ჩართვას, რაც ძალიან შემაშფოთებელი ამბავია", - წერს ჯანეზაშვილი.

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე განცხადებას ავრცელებს და ადასტურებს 20 მაისს ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის საელჩომ ამოშალა პროგრამიდან, რომლითაც აშშ-ში მიემგზავრებოდა.

ჩხიკვაძე ამბობს, რომ გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ელჩს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.


close დახურვა