ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკ რაიანმი კორონავირუსთან მიმართებაში შვედეთს აქებს და ამბობს, რომ ვირუსთან ბრძოლისთვის არჩეული სტრატეგიისთვის ეს ქვეყანა მსოფლიოსთვის "მოდელი" უნდა იყოს.
"ვფიქრობ, თუ სიტუაციის ნორმალიზებას მივაღწევთ, შვედეთი მრავალი თვალსაზრისით მომავლის მოდელს წარმოადგენს თუ ისეთ საზოგადოებაში დაბრუნება გვსურს, სადაც იზოლაცია არ გვქონდა. მათი ჯანმრთელობის სისტემას ყოველთვის რჩებოდა იმის შესაძლებლობა, რომ იმ შემთხვევების რაოდენობას გამკლავებოდა, რომელიც მათ ჰქოდათ", - განაცხადა რაიანმა.
რაიანის თქმით, შვედეთის მისამართით წამოსული კრიტიკა უსამართლოა.
"ის, რაც ამ ქვეყანამ განსხვავებულად გააკეთა არის, რომ ძალიან ენდობა ურთიერთობას მოქალაქეებთან, მათ უნარს, რომ საკუთარი ნებით შეძლონ თვითრეგულირება და დაიცვან სოციალური დისტანცია", - განაცხადა რაიანმა.
შეგახსენებთ, შვედეთმა დანარჩენი მსოფლიოსგან განსხვავებული სტრატეგია აირჩია და მაღაზიები, რესტორნები, ბარები და სკოლები არ დახურა. ქვეყანას არც საზღვრები ჩაუკეტავს.
ბოლო მონაცემებით, შვედეთში კორონავირუსით ინფიცირების 21 092 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გარდაცვლილია 2 586 და გამოჯანრთელებულია 1 005 ადამიანი.