logo
ENG



ჯანმო მოქალაქეებს საზოგადოებრივ ადგილებში ისევ პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს

06 ივნ 202013:56
3 წუთის საკითხავი
 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პირბადეების გამოყენებასთან დაკავშირებით საკუთარი რეკომენდაცია შეცვალა. ორგანიზაცია ახლა მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზოგადოებრივ ადგილებში პირბადე ატარონ. ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ, ახალი ინფორმაციის თანახმად, პირბადეები შესაძლია ინფექციის წვეთების შემაკავებელი აღმოჩნდეს, თუმცა ეს რისკის შემცირების მხოლოდ ერთ-ერთი საშუალებაა და სრულ დაცვას არ უზრუნველყოფს.

მანამდე ორგანიზაციაში მიაჩნდათ, რომ არ იყო აუცილებელი, ჯანმრთელ ადამიანებს პირბადე გამოეყენებინათ. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო მაჩვენებელი 400 ათასს უახლოვდება.   


close დახურვა