logo
ENG



ჯანმოს დირექტორი: კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია

06 მაი 202023:44
3 წუთის საკითხავი
 
gttqwv6n86fvxsb.jpg

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა COVID 19-ის პრევენციისათვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით განცხადება ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, არაა გამორიცხული, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ვირუსის გავრცელება ისევ მოხდეს, ამიტომ ქვეყნებმა გადაწყვეტილების მიღების დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

“კარანტინში დაბრუნების რისკი სავსებით რეალურია, თუ ქვეყნები ვერ მოახერხებენ, გარდამავალი პერიოდი უკიდურესად ფრთხილად და ეტაპობრივად გაიარონ”, - აცხადებს ტედროს გებრეიესუსი.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა რამდენიმე ქვეყანამ დაიწყო. გერმანიაში პანდემიის პირველი ეტაპი დასრულებულია და ქვეყანა შეზღუდვებს ამსუბუქებს.

 


close დახურვა