logo
ENG



ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა - თვითიზოლაციის წესის დარღვევა დასჯადი გახდება

17 მარ 202020:16
3 წუთის საკითხავი
 

თვითიზოლაციის წესის დარღვევა მალე დასჯადი გახდება. ურჩ მოქალაქეებს კანონი დამნაშავეს გაუთანაბრებს. ფულადი ჯარიმა, ან ადმინისტრაციული პატიმრობა, - მსგავს სანქციებს ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღებასაც პარლამენტი სასწრაფო წესით აპირებს.

თვითიზოლაციის წესის დამრღვევთა რიცხვი კი ყოველდღიურად იზრდება. მხოლოდ დღეს, პოლიციამ იძულებით კარანტინში 22 მოქალაქე გადაიყვანა.

კანონის გამკაცრების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც - მათი თქმით, უკვე არსებობს რამდენიმე ქვეყნის საკანონმდებლო მოდელი, რომლის საქართველოშიც ამოქმედებაც შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება.

კანონის გამკაცრება თვითიზოლაციის წესების დამრღვევებისთვის მისაღებია მესამე სექტორისთვის. უფლებადამცველები დეპუტატებს ურჩევენ, კანონის შემუშავების დროს გრძელვადიანი გათვლები გააკეთონ.

აღსანიშნავია, რომ მკაცრი კანონის ამოქმედებამდე, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ 6 საკარანტინო ზონაში, პოლიციამ იძულების წესით ჯამში 71 ადამიანი გადაიყვანა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ჯანდაცვის სამინისტროს თვითიზოლაციის რეკომენდაცია 1100-ზე მეტ პირზე აქვს გაცემული. 


close დახურვა