ვოლსკის არანაირ არქაულად ადამიანად წარმოჩენა არ მინდა, ეს ადამიანი თავის მსოფლმხედველობით საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს, - ასე ეხმაურება "ფორმულასთან" საუბარში გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებას, რომლის თანახმადაც ჯაფარიძეს მისი არქაულ ადამიანად წარმოჩენა სურს.
ჯაფარიძე ვოლსკის ღია ეთერში დებატებს სთავაზობს.
"ვოლსკის არანაირ არქაულად ადამიანად წარმოჩენა არ მინდა, ეს ადამიანი თავის მსოფლმხედველობით საბჭოთა საქართველოს წარმოადგენს. მე ვუპირისპირდები ყველაფერ ამას, რასაც ბატონი ვოლსკი წარმოადგენს. დღეს დილით მაჟორიტარობასთან დაკავშირებით განცხადება რომ გავავრცელე, შევთავაზე საუბარი ნებისმიერ ეთერში, ნებისმიერ ღია ფორმატში და გამოჩნდა ვის აქვს არქაული წარმოდგენები და ვის აქვს პროგრესული", - განაცხადა ჯაფარიძემ.
ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ის არჩევნებზე კენჭს დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ჯაფარიძის კანდიდატურას ევროპული საქართველო და გიორგი ვაშაძის პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი უჭერს მხარს.
ქართული ოცნებიდან დიდუბე-ჩუღურეთში კენჭს სწორედ გია ვოლსკი იყრის.