მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას, გადადგან ეს ნაბიჯი, ჩამოხსნან ეს ბანერები. ჩვენ გვესმის, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში ბიზნესიც წნეხის ქვეშ არის, ბიზნესის წარმომადგენლები ვერ იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება ქართული ოცნების ნების საწინააღმდეგო და სწორედ ამიტომ ვხედავთ ჩვენ ამ ბანერებს, რომლებიც ძაბავს ვითარებას, ხელს უწყობს ვითარების ესკალაციას, ადამიანებს შორის დაპირისპირების გაღრმავებას. მინდა მოვუწოდო ქართულ ოცნებას - ჩამოხსნას ეს ბანერები, ეს უნდა იყოს ბოლო არჩევნები, როდესაც ასეთი ტიპის ბანერები ვრცელდება ქალაქში და ჩვენს ქვეყანაში.
ჯაფარიძე: მოვუწოდებ ოცნებას, ჩამოხსნას ბანერები, ადამიანებს შორის დაპირისპირებას აღრმავებს
20 სექ 202111:17
3 წუთის საკითხავი