logo
ENG



ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისიზე: ახლა ამ ბიჭის არდაჭერაზე გადის ბრძოლის ხაზი

31 მარ 202311:43
3 წუთის საკითხავი
 
ჯაფარიძე ლაზარე გრიგორიადისიზე: ახლა ამ ბიჭის არდაჭერაზე გადის ბრძოლის ხაზი

 

გირჩი - მეტი თავისუფლებას ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე წერს, რომ ახლა ბრძოლის ხაზი ლაზარე გრიგორიადისის არდაჭერაზე გადის. ის 29 მარტს დააკავეს - შსს-ს მტკიცებით, მან 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა.

გრიგორიადისის პროცესი დღეს, 31 მარტს 13:00 საათზე დაიწყება. ჯაფარიძე ხალხს მოუწოდებს, საქალაქო სასამართლოს მივიდნენ.

"ეს ბიჭი თუ ჩასვეს 7-დან 11 წლამდე, ჩათვალეთ, რომ 8-10 მარტის ამბები წავაგეთ. ასე მარტივად დგას საკითხი. რუსეთი მარტო ის კანონი არ არის, ამ ბიჭის დაჭერაც რუსეთია. რუსეთია, როდესაც კონსტიტუციას თავზე გახევენ, მომავალს გიკლავენ, დიქტატურას აბეტონებენ და ამის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქეთ გსჯიან ციხით. ამ ბიჭის არ დაჭერაზე გადის ახლა ბრძოლის ხაზი. იმ ნაბიჭვრებისთვის მისი სამაგალითოდ დასჯა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ სხვებმა ვეღარ გაბედონ პროტესტი. არ უნდა მივცეთ ამის საშუალება, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ამის გააზრება გვჭირდება ყველას. დღეს აქვს სასამართლო 13:00-ზე და იქ დგომაც აუცილებელია

პ.ს. "ძალადობა არ მოსულა" ხალხმა ტრაკში გაიკეთეთ ეგ არგუმენტი, ათი კაცი გვირტყამდა, ნიკა მოსიაშვილიმა ტვინის შერყევით 3 დღე გაატარა საავადმყოფოში, ბრძანების გამცემიც იდენტიფიცირებულია და დაკითხულიც კი არაა არავინ პოლიციელებიდან", - წერს ჯაფარიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 29 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დააკავეს ერთი ადამიანი, ვინც მათი მტკიცებით, 7-9 მარტის აქციებზე პოლიციელებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა. უწყება ამტკიცებს, რომ ამის შედეგად, პოლიციელებმა დაზიანებები მიიღეს.

გრიგორიადის დაკავების შესახებ შსს-ის განცხადების შემდეგ სახელისუფლებო პროპაგანდისტულმა მედია POSTV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალადობის ბრალდებით დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი წარსულში "მამის მიმართ ძალადობაზეა ნასამართლევი".

შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს და 7-9 მარტს მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს "მომხდარ ძალადობრივ ქმედებებზე" საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


close დახურვა