logo
ENG



ჯაღმაიძე: ვინც ლოცვაზე მობრძანდა, აჩვენა სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მოყვასის სიყვარული

29 მარ 202021:49
3 წუთის საკითხავი
 
xvoaqojgv6jfpew.jpg

საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე Facebook-ზე ეკლესიებში ჩატარებულ წირვებს ეხმაურება. 

როგორც დეკანოზი ამბობს, იმ ადამიანებმა ვინც ეკლესიაში დღეს წირვას დაესწრნენ და ასევე, ისინიც ვინც სახლში ლოცულობდნენ, დიდი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან. 

"ვიტყოდი, რომ დღეს, მთელი საქართველოს მაშტაბით, ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც ეკლესიაში ლოცვაზე მობრძანდა, ასევე ვინც სახლიდან შემოუერთდა საერთო ლოცვას, აჩვენა ძალიან დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, მოყვასისა და ღვთის სიყვარული.
ეს ადამიანები, ეკლესიიდან წასვლის შემდეგაც, ასეთივე პასუხისმგებლობის მატარებელნი იქნებიან ყოფით ცხოვრებაში. ასე რომ ვიცოდეთ, რომ ჩვენს ქუჩებში ბევრი კარგი ადამიანი დადის, რომელსაც თქვენ უყვარხართ და გიფრთხილდებათ. მათ შორის რა თქმა უნდა სასულიერო პირები", - წერს ანდრია ჯაღმაიძე


close დახურვა