logo
ENG



ჯაღმაიძე: ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა, კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ

13 სექ 202115:11
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე: ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა, კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანდრია ჯაღმაიძე სასულიერო პირების შესახებ, სავარაუდოდ, სუს-ის საიდუმლო ფაილების გავრცელებაზე ამბობს, რომ ცუდია, თუ უკანონო მოსმენები სიმართლეა.

მისი თქმით, "კომენტარის გაკეთებას არ იჩქარებს".

"ძალიან ცუდია, თუ სიმართლეა უკანონო მოსმენების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

ისე ზოგიერთი ტელევიზიიდან ფაბრიკაციებიც ბევრი გვინახავს, ცილისწამებებიც. სამწუხაროდ თავად ტელევიზიებმა შეგვაჩვიეს, რომ ახალი ამბები "იქმნება" და არა უბრალოდ შუქდება.

ტყუილის და მართალის შერევით კი ყველაზე საშიში ცილისწამებები იქმნება.

ამიტომ კომენტარის გაკეთებას არ ვიჩქარებ", - წერს ჯაღმაიძე.

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სუს-ი ინტენსიურად აგროვებს ინფორმაციას სასულიერო პირების, ბერ-მონაზვნებისა და მათთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირების პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე.


close დახურვა