logo
ENG



ჯაღმაიძე უკრაინის ავტოკეფალიაზე: იქ უფრო გართულდა პრობლემები, პოლარიზებულია საზოგადოება

23 ნოე 202013:59
3 წუთის საკითხავი
 
ჯაღმაიძე უკრაინის ავტოკეფალიაზე: იქ უფრო გართულდა პრობლემები, პოლარიზებულია საზოგადოება

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებულმა ზომებმა, იქ კიდევ უფრო გაართულა ვითარება. ამაზე მან დღეს, 23 ნოემბერს ჟურნალისტების კითხვის პასუხად ისაუბრა, თუ რა გადაწყვეტილებაა მიღებული უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალი აღიარებასთან დაკავშირებით.  

"ჩვენ ვიცით, რომ უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებული ზომები მსოფლიოს საპატრიარქომ მიიღო იმის გამო, რომ იქ იყო განხეთქილებები და ამ განხეთქილებებს სჭიდებოდა მკურნალობა, თუმცა, ჯერჯერობით არის პროცესი, რომელიც არ მეტყველებს იმაზე, რომ რაიმე სახით ეშველა ამ პრობლემას, პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპისთვის, კიდევ უფრო გართულდა და კიდევ უფრო პოლარიზეულია იქ მორწმუნე საზოგადოება", - ამბობს ანდრია ჯაღმაიძე.

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი კონსტანტინეპოლის პატრიარქისგან 6 იანვარს მიიღო. შედეგად, უკრაინის ეკლესია ოფიციალურად გამოეყო რუსეთის ეკლესიას და ფორმალურად გაფორმდა ოქტომბერში მიღწეული შეთანხმება, ავტოკეფალიის მინიჭებაზე. რუსეთის ეკლესიამ მასთან ევქარისტული კავშირი გაწყვიტა. 

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებაზე დღემდე თავს იკავებს. მათი თქმით, ისინი "კანონიკური სამართლის ნორმებზე დაფუძნებული თითოეული მხარის ოფიციალურ და საბოლოო პოზიციას" ელოდებიან. 


close დახურვა