logo
ENG



ჯვრის მონასტრის რეკონსტრუქციის მეორე ფაზის პროექტი, შესაძლოა, აშშ-მა დააფინანსოს

19 აპრ 202014:52
3 წუთის საკითხავი
 
p2kbqwugshyw0gz.jpg

ჯვრის მონასტრის რეკონსტრუქციის მეორე ფაზის პროექტი აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის მეორე რაუნდში გადავიდა - ამ ინფორმაციას საელჩო ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ შერჩევის შემთხვევაში მონასტრის, ფაქტობრივად, სრული აღდგენა მოხდება. 

„აღდგომის კვირა დღეს აშშ-ის საელჩო თქვენ და თქვენს ოჯახებს გისურვებთ ჯანმრთელობასა და ბედნიერებას. გვსურს, ვისარგებლოთ ამ შემთხვევით და გაგიზიაროთ შესანიშნავი სიახლე აშშ-ის დაფინანსებით ჯვრის მონასტრის მიმდინარე კონსერვაციის პროექტთან დაკავშირებით. ჯვრის მონასტრის მეორე ფაზის პროექტი ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების ფონდის კონკურსის მეორე რაუნდში გადავიდა. შერჩევის შემთხვევაში დაფინანსდება ტაძრის მთლიანი გარე ფასადის კონსერვაციის სამუშაოები, ოთხივე ფასადი და გუმბათის რვავე მხარე, დაახლოებით 1200 კვადრატული მეტრის ფართობი. ჯვრის მონასტრის პროექტის მიმდინარე, პირველი ფაზა ფონდმა უკვე $100,000 დოლარით დააფინანსა", - ვკითხულობთ განცხადებაში.


close დახურვა