logo
ENG



ჯიშკარიანი: სააკაშვილს აქვს PTSD, რაც დაკავშირებულია ციხეთა სისტემაში წამებასთან

28 ნოე 202117:18
3 წუთის საკითხავი
 
ჯიშკარიანი: სააკაშვილს აქვს PTSD, რაც დაკავშირებულია ციხეთა სისტემაში წამებასთან

წამების მსხვერპლთა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრი ემპათიას ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

​გორის სამხედრო ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ ჯიშკარიანმა თქვა, რომ ექსპრეზიდენტს​ პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი (PTSD) აქვს, რაც დაკავშირებულია ციხეთა სისტემაში წამებასთან. 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ასევე აქვს ნევროლოგიური სიმპტომი - ენცელოპათია ვერნიკესი, რაც შიმშილობის შედეგია.

"პაციენტი საჭიროებს სტაციონარულ მულტიდისციპრანულ რეაბილიტაციას". - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

რაც შეეხება იმას, შეძლებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 29 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო პროცესს, ჯიშკარიანი ამბობს, რომ ექსპრეზიდენტის ფსიქიკური მდგომარეობა მას ამაში ხელს არ შეუშლის. 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე ხვალ, 29 ნოემბერსაა დანიშნული. 

შიმშილობის პერიოდში, ადვოკატების მოთხოვნის მიუხედავად, ყოფილ პრეზიდენტს საკუთარ სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლებას არ აძლევდნენ. მიზეზად იუსტიციის სამინისტრო ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან, "შესაძლო დესტრუქციას" ასახელებდა. 

მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა შიმშილობა შეწყვიტა და რეაბილიტაცია დაიწყო, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს, ისე სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმები ამბობენ, რომ  ექსპრეზიდენტს შეუძლია, დაესწროს სასამართლო პროცესს. 


close დახურვა