logo
ENG



ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შეხვდნენ

13 ნოე 202422:56
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/6vgpdmb7e6mp644.jpg

თეთრ სახლში აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და მოქმედი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი შეხვდნენ

როგორც ცნობილია, ოვალურ კაბინეტში ლიდერები ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე შეთანხმდნენ. 

აშშ-ის მოქმედმა პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა თეთრ სახლში ტრამპის მეუღლე, მელანია ტრამპიც მიიწვია, თუმცა მელანიამ თეთრ სახლში ვიზიტზე უარი თქვა.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპის დახვედრისას ჯილ ბაიდენმა მას ხელნაწერი წერილი გადასცა, რომელშიც მოქმედი პირველი ლედი მელანიას ულოცავს და მისი გუნდის მზაობას გამოხატავს, რათა ძალაუფლების გადაბარებაში დაეხმარონ.

ამგვარი შეხვედრა 2020 წელს, როდესაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენი ტრამპმა დაამარცხა, არ შემდგარა.


close დახურვა