logo
ENG



ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში შეხვდნენ

21 სექ 202323:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/21/d1gx13dac2bv7h4.jpg

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს თეთრ სახლში ხვდებიან.

მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს ბაიდენი ახალი სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადეს, რომლის მოცულობაც $325 მილიონზე მეტია. აშშ-ის ორი ოფიციალური პირის თქმით, სავარაუდოდ, რომ პაკეტი უფრო მეტ კასეტურ საბრძოლო მასალას მოიცავს.

"კვირის დასაწყისში გენერალურ ასამბლეაზე მკაფიოდ განვაცხადე, რომ ვერც ერთი ერი რეალურად უსაფრთხო ვერ იქნება, თუ არ დავდგებით და არ დავიცავთ უკრაინის თავისუფლებას რუსეთის აგრესიის წინაშე. სწორედ ამიტომ შევკარით 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიცია - 50 ქვეყანა, რათა დავეხმაროთ უკრაინას თავის დაცვაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ბაიდენმა ოვალურ კაბინეტში.

ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცე შთააგონებს მსოფლიოს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბაიდენს იმ დახმარებისთვის, რომელიც მისმა ქვეყანამ აშშ-სგან მიიღო.

"მადლობა მოწვევისთვის... და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარებისთვის, რომელიც რუსულ ტერორთან ბრძოლაში აშშ-მა უკრაინას გაუწია", - თქვა მან.

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ჯეიკ სალივანის თქმით, აშშ უკრაინას არ უზრუნველყოფს ტაქტიკური სარაკეტო სისტემებით (ATACMS), მიუხედავად კიევის მოთხოვნისა.

მანამდე, ხუთშაბათს, უკრაინის პრეზიდენტი ეწვია კაპიტოლიუმს, სადაც ამერიკელ სენატორებთან შეხვედრა შეაფასა, როგორც "შესანიშნავი დიალოგი". ზელენსკი ასევე შეხვდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებს.


close დახურვა