30 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.
თეთრი სახლის განცხადებით, ყირიმსა და დონბასში რუსული აგრესიის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტი დაადასტურებს აშშ-ს მყარს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
საპასუხო განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბაიდენთან ნაყოფიერ შეხვედრას ელოდება.
"გავაგრძელებთ საუბარს უკრაინისა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვან საკითხებზე - მშვიდობაზე დონბასში, ყირიმის დაბრუნებაზე, უკრაინის უსაფრთხოებაზე, ენერგეტიკაზე, როგორც უსაფრთხოების გამოწვევაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და რეფორმების მხარდაჭერაზე", - წერს ზელენსკი ტვიტერზე.