აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დოკუმენტს ხელი მოაწერა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ორი ქვეყნის შესვლით ალიანსი უფრო "მჭიდრო და ერთიანი" იქნება და პუტინი მიიღებს იმას, რას მას " ყველაზე მეტად არ სურდა".
"პუტინი ფიქრობდა, რომ მას შეეძლო ჩვენი დაყოფა, მაგრამ ჩვენი ალიანსი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს და მას შემდეგ, რაც ფინეთი და შვედეთი შეუერთდებიან მას, ვიქნებით უფრო ძლიერები, როგორც არასდროს", - განაცხადა ბაიდენმა.
პრეზიდენტმა მოკავშირეებს მოუწოდა, არ გააჭიანურონ რატიფიცირების დოკუმენტზე ხელმოწერა.
4 აგვისტოს, აშშ-ის სენატმა NATO-ში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებას მხარი დაუჭირა.
ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. ორივე ქვეყანა ალიანსში შევლენ მას შემდეგ გახდებიან, რაც ამას NATO-ს ყველა წევრი დაუჭერს მხარს. დოკუმენტების რატიფიცირება განხორციელდა 30-დან 22 წევრ სახელმწიფოში.