logo
ENG



ჯოზეფ ბორელი ახლო აღმოსავლეთზე: მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ

06 აგვ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/06/knf2aoz4lcgcoza.jpg

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი X-ზე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მწვავდება, რაც მას უცნობი მასშტაბის ომის ზღვარზე აყენებს.

"ჩვენ მორიგი კატასტროფა თავიდან უნდა ავიცილოთ. წინსვლის გზა ძირითადად კონსენსუალურია: ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში, ახლავე. ყველამ, ვინც დეესკალაციის გზას ადგას, პასუხი უნდა აგოს", - აცხადებს ბორელი.

ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში ჰეზბოლას მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. 

 
 

 


close დახურვა