ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის ჯავშანმანქანებს გაუგზავნის.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას ომის დანაშაულების სამხილების შეგროვებაში დაეხმარება.
ჯონსონის თქმით, ის უკრაინის პრეზიდენტს დღეს ესაუბრა და უკრაინისადმი დახმარების მომდევნო ნაბიჯებზე ესაუბრა.
აღსანიშნავია, რომ 21 აპრილს დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სამხედრო სამსახურის წევრებს, ასევე რუს ბიზნესმენებს ახალი სანქციები დაუწესა.
ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის ნიშნად ბრიტანეთი კიევში საელჩოს მომვალ კვირაში გახსნის.