logo
ENG



ჯონსონი: დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, უკრაინას რომ არ დაეხმარა 2014 წელს

03 მაი 202217:32
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/03/k7jc78enipwz7rv.jpg

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა უკრაინის უმაღლეს რადას სიტყვით მიმართა.

ჯონსონის თქმით, დასავლეთმა შეცდომა დაუშვა, უკრაინას რომ არ დაეხმარა 2014 წელს, როდესაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა.

"ჩვენ, თქვენი მეგობრები თავდახრილები უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, რაც 2014 წელს მოხდა, რადგან უკრაინაში მანამდეც შეიჭრნენ, მაშინ უკრაინისას ყირიმი წაართვეს, ახლა კი ომი დონბასში დაიწყო. ჩვენ ძალიან ნელა გავიაზრეთ, რა ხდებოდა სინამდვილეში და ვერ მივიღეთ ერთობლივი სანქციები, რომლებიც მაშინ უნდა დაგვეწესებინა ვლადიმერ პუტინისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია გავიმეოროთ იგივე შეცდომა ", - განაცხადა ჯონსონმა.

დღეს, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უკრაინისთვის ახალი, 300 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება წარადგინა.

ჯონსონის თქმით, სამხედრო დახმარება მოიცავს რადარებს, მძიმე ამწე დრონებსა და ათასობით ღამის ხედვის მოწყობილობას.

 


close დახურვა