დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის გეგმები უნდა ჩაიშალოს.
თემთა პალატაში ჯონსონმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი, ასევე, 3 პირს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
"არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ რა მოხდება უახლოეს დღეებში, თუმცა უნდა მოვემზადოთ გაჭიანურებული კრიზისისთვის, დიდი ბრიტანეთი ამ გამოწვევებს თავის მოკავშირეებთან ერთად მხარდამხარ შეხვდება", - განაცხადა ჯონსონმა.
მისივე თქმით, რადგანაც "ფსონი ამდენად მაღალია", პუტინის გეგმა უკრაინაში უნდა ჩაიშალოს.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
რუსეთის პასუხა გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.