logo
ENG



ჯონსონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაა საკმარისი სანქციების მოხსნისთვის

29 მარ 202219:25
3 წუთის საკითხავი
 
ჯონსონის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაა საკმარისი სანქციების მოხსნისთვის

Reuters-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა სამშაბათს მინისტრების შეხვედრაზე თქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება არ იქნება საკმარისი ბრიტანეთის სანქციების მოხსნისთვის.

"პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული სამეფოს სანქციების მოხსნის მიზეზი", - განუცხადა ჯონსონის სპიკერმა ჟურნალისტებს კაბინეტის სხდომის შესახებ.

პრემიერმინისტრის სპიკერმა, ასევე თქვა, რომ ბრიტანეთს სურს, უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ძალები "სრულად გაიყვანონ" და რუსეთს "მისი ქმედებებით განსჯის და არა სიტყვებით".

მისივე განცხადებით, პუტინზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს, როგორც შემდგომი ეკონომიკური ზომების, ასევე სამხედრო დახმარების გაწევის გზით, რათა უზრუნველყოფილი იყოს რუსეთის კურსის სრული ცვლილება.

სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები დასრულდა.  

უკრაინამ დაასახელა უსაფრთხოების გარანტიები და ის ქვეყნებიც, რომლებიც გარანტორად უნდა იქცნენ. გარდა ამისა, ოფიციალურმა კიევმა ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებითაც საკუთარი პოზიციები წარადგინა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აქტიურად დაიწყო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის შესაძლებლობაზე. 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუ ამბობს, რომ დღეს "ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესია" მიღწეული. 


close დახურვა