შეერთებული შტატების პარალელურად საპროტესტო გამოსვლები არ წყდება მსოფლიოს დიდ ქალაქებშიც.
რასიზმისა და პოლიციის მიერ ძალის გადამეტება გააპროტესტეს დიდი ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში. ასობით ადამიანი ადგილობრივი პოლიციის შენობასთან შეიკრიბა. შეერთებულ შტატებში მიმდინარე პროტესტს სოლიდარობა ლონდონშიც გამოუცხადეს.
ჯორჯ ფლოიდის დაკრძალვის დღეს აქცია გაიმართა ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში, სადაც შეკრებილებმა სანთლები დაანთეს, საფრანგეთში კი საპროტესტო გამოსვლა პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ქალაქ ლილში, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ, სამართალდამცავებმა მომიტინგეების დასაშლელად ცრემლმდენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.