logo
ENG



ჯორჯ ფლოიდის ძმა გაეროს მიმართავს

18 ივნ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

ჯორჯ ფლოიდის ძმა გაეროს მიმართავს და შეერთებულ შტატებში პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ფილონის ფლოიდი აცხადებს, რომ არსებობს უამრავი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს ამერიკელი პოლიციელების მხრიდან სასტიკ მოპყრობას ფერადკანიანების მიმართ. ჯორჯ ფლოიდის ძმის ვიდეო გზავნილი ჟენევაში გაეროს შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრაზე აჩვენეს.

საგანგებო დებატები ადამიანის უფლებათა საბჭოში აფრიკული ქვეყნების მოთხოვნით დაიწყო. 


close დახურვა