logo
ENG



ჯორჯიან ეარვეისი:პატრიარქის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე

07 აპრ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 
xm4j3nwlhdio4mb.jpg

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 09:00 საათზე სპეც რეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში.

„დღეს 7 აპრილს, ხარება დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ „ჯორჯიან ეარვეისის“ სახელზე კურთხეული და კომპანიისათვის ნაჩუქარი ხატი აბრძანდა ჩვენს ბოინგ 737-800 ბორტზე. პატრიარქის ნაჩუქარი ხატი დღეს დილით 09:00 საათზე სპეცრეისით გაფრინდა თბილისი - ათენი - თბილისის მიმართულებით და დაიცავს საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიან დაბრუნებას სამშობლოში. ეს ხატი იქნება ყველა სპეცრეისზე, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებას სამშობლოში. კიდევ ერთხელ, ხარებას გილოცავთ ყველას!“, - ნათქვამია ავიაკომპანიის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი შალვა კეკელიას თქმით, ევროპაში ჩარჩენილი ქართველების ჩამოსაყვანად არსებული თვითმფრინავებს გაფრენის წინ აკურთხებენ.

დეკანოზის თქმით, თვითმფრინავში პატრიარქის მიერ ეკიპაჟისთვის ნაჩუქარი ხატიც იქნება.

რეისებს ქართველების ჩამოსაყვანად „ჯორჯიან ეარვეისი“ ასრულებს. რეისების კურთხევა დღეს დაიწყო.


close დახურვა