logo
ENG



ჯოჯოხეთში ვმუშაობთ - ტყიბულის მეშახტეები გაიფიცნენ

14 მარ 202017:35
3 წუთის საკითხავი
 

ტყიბულის მეშახტეები გაიფიცნენ. 200-ზე მეტი მეშახტე სამუშაოზე გასვლას მანამდე არ აპირებს, სანამ შახტის მფლობელი მათ მოთხოვნებზე თანხმობას ხელმოწერით არ დაადასტურებს. საპროტესტო აქციაზე შეკრებულებმა 8 მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორისაა შახტის ბაგირის შეცვლა და რკინიგზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება. საერთო ჯამში, მეშახტეების მოთხოვნები მათი შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ეხება.

"მოვიდა ინვესტორი და დაგვპირდნენ რაღაცებს. ბოლოს, შეთანხმებაზე წავედით და სასაცილოდ გვიგდებენ, ჯოჯოხეთში ვმუშაობთ. დაგვატარებენ სავინტილაციო ველში, სადაც  ხუთი კაცი მოიწამლა და არის ფორმა ასიც, სადაც ეს ჩანს. ერთ დღეს გვპირდებიან, რომ დაპირებულ ანაზღაურებას მოგვცემდნენ და გუშინ გვითხრეს, არ გეკუთვნითო", - აცხადებს ერთ-ერთი მეშახტე. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ 5 მეშახტე მხუთავი აირით მოიწამლა. შახტის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელმა კომენტარზე უარი განაცხადა, ის ჟურნალისტებს კამერის დამტვრევითაც დაემუქრა. 


close დახურვა