თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული პირების საქმეზე წინასასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადაისინჯვის შემდეგ, მოსამართლემ ბურჭულაძე, მისი მოადგილე გიორგი ხაინდრავა და ვასილ მხეიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბურჭულაძის თქმით, პროკურატურამ „ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება“ ვერ მოიპოვა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა პატიმრობასთან შეუთავსებელია.
ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
