logo
ENG



ჰააგის სასამართლომ ორი რუსი სამხედრო მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა

05 მარ 202418:14
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/05/50mb8btlor9ylo4.jpg

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის ავიაციისა და შავი ზღვის მეთაურების დაპატიმრების ორდერი გასცა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

საუბარია რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოსმოსური ძალების ავიაციის მეთაურზე სერგეი კობილაშზე და რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის მეთაურზე ვიქტორ სოკოლოვზე. ისინი ჰააგის სასამართლომ ომის დანაშაულებში დამნაშავედ ცნო.

ჰააგის სასამართლოს განცხადების მიხედვით, ისინი ბრალდებულები არიან უკრაინაში სარაკეტო თავდასხმებზე 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, რა დროსაც დაზიანდა უკრაინის კრიტიკული ელექტრო ინფრასტრუქტურა და დიდი საფრთხე შეექმნათ სამოქალაქო პირებს.

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ოდესაში დაბადებული სერგეი კობალაში 2016 წლიდან ხელმძღვანელობს რუსეთის შორი მანძილის ავიაციას. მანამდე ის იბრძოდა ჩეჩნეთის ომებში, ასევე იბრძოდა რუსეთის 2008 წლის ომში საქართველოს წინააღმდეგ. 


close დახურვა