ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ამჟამად ლუჰანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.
"ამჟამად რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. უკრაინის შეიარაღებული ძალები თანდათან წინ მიიწევენ.
გათავისუფლებული სოფლები საშინელ მდომარეობაშია, ისინი მთლიანად განადგურებულია. ხალხი იქ რჩება, ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანები შემოგვყავს და იმედს არ ვკარგავთ, რომ ადგილობრივებს ჯერ კიდევ სურთ ევაკუაცია, რადგან დაბომბვა არ წყდება", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.