logo
ENG



ჰაიდაი: ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა, სიტუაცია საკმაოდ რთულია

05 მარ 202311:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/05/76qx7vi28m14vp8.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა, სიტუაცია კი საკმაოდ რთულია.

"დღეს ყველაზე რთული მონაკვეთებია კრემენაია და ბელოგოროვკა. კრემენაიაზე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მთელი ძალისხმევაა კონცენტრირებული. ამიტომ, იქ მუდმივად იგზავნება მძიმე ტექნიკა და უზარმაზარი ქვეითი ჯარი.

ბელოგოროვკა გამუდმებით ცეცხლის ქვეშაა. ჩვენი დამცველები იქ თავდასხმის ტალღებს იგერიებენ", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მტერი მუდმივად ცვლის ტაქტიკას, ეს მათ [რუსებს] არ შველით, რადგან ოკუპანტები თავდაცვის გარღვევასა და წინსვლას ვერ ახერხებენ.


close დახურვა