logo
ENG



ჰაიდაი: ერთ თვეში მაკიივკადან და ნევსკიდან 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა

28 ნოე 202216:23
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/28/cufse9511ybnxkg.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ერთ თვეში მაკიივკადან და ნევსკიდან 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუირება მოხდა.

"ერთ თვეში მოხალისეებმა მაკიივკადან და ნევსკიდან 70-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. გათავისუფლებული სოფლების 76-მა მშვიდობიანმა მცხოვრებმა მრავალთვიანი ოკუპაციის შემდეგ უსაფრთხოება არჩია. მოხალისეებს ყველა უნდა დაეყოლიებინათ. ადამიანებს უჭირთ სახლების დატოვება", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ევაკუაციის დროს მანქანები არაერთხელ მოხვდნენ მტრის ცეცხლის ქვეშ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მოხალისეები ყოველდღიურად რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი გადაარჩინონ.

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 14 ნოემბრის მდგომარეობით, ლუჰანსკის რეგიონში 12 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია.


close დახურვა