ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის თქმით, რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ რუბიჟნედან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობა ჩაიშალა.
“ჩვენ ვეცდებით რუბიჟნეს სამხრეთ ნაწილში მანქანით ჩავიდეთ, რადგან ხალხი ევაკუაციას ელოდება.
ჩვენ თან საკვებს წავიღებთ. სამწუხაროდ, მძიმე საარტილერიო ცეცხლის გამო საევაკუაციო ავტობუსი არ მოვიდა. რუსები მშვიდობიანი მოქალაქეების გადარჩენის უფლებას არ გვაძლევენ, ქალაქებში ხალხს ბლოკავენ, რომლებიც გამუდმებით ცეცხლის ქვეშ არიან,” - განაცხადა ჰაიდაიმ.
ჰაიდაის განცხადებით, ლუგანსკის ტერიტორიის 80% რუსეთის კონტროლს ექვემდებარება. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კი რუსულმა ძალებმა უფრო დიდი ძალისხმევა მიმართეს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ნაწილების აღებისკენ.