logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტები ადგილობრივებს ესვრიან

03 იან 202320:53
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/03/b2h3taucesvk0e7.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში ოკუპანტები ადგილობრივებს ესვრიან.

"საკმაოდ მკაცრი მოქმედებები იწყება მათი [რუსების] მხრიდან. გვაქვს ინფორმაცია, რომ ჯარისკაცები მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან", - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, რუსი ოკუპანტები აპატიმრებენ მათ, ვინც უარს ამბობს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, თითოეული დასახლებიდან რამდენიმე ათეული ადგილობრივი მცხოვრები უკვე გაყვანილია.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ბიჭებს უბრალოდ იტაცებენ და თუ არ უნდათ ფრონტზე წასვლა, ლუჰანსკში გადაჰყვათ და ციხეებში ათავსებენ. ჩვენი ინფორმაციით, ამა თუ იმ სოფლიდან 10-15 მშვიდობიანი მოქალაქეა გადაყვანილი. ამით აშინებენ ადგილობრივებს, რომ არ დაეხმარონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს... ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ნერვული აშლილობის პიკზე არიან", - განაცხადა ჰაიდაიმ.


close დახურვა