logo
ENG



ჰაიდაი: ლუჰანსკის ოლქში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან

15 სექ 202213:19
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/15/mhz9lhy71xzadpi.jpg

ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ჰაიდაის განცხადებით, ლუჰანსკის ოლქში რუსული ძალები სვატოვო-ტროიცკოე-კრემენაიას მიმართულებით თავდაცვისთვის ემზადებიან.

"ლუჰანსკის ოლქში რუსები თავდაცვისთვის ემზადებიან, ისეთი მოულოდნელობა აღარ იქნება, როგორც ხარკივის რეგიონში. ისინი აგროვებენ ჯარებს სვატოვოში, ტროიცკოეში და თავდაცვისთვის ემზადებიან.

რუსების მდგომარეობა გაუარესდა. ისინი აღარ აკონტროლებენ იზიუმს. მათ ესმით, რომ ლიმანის შემდეგ, დიდი ალბათობით სვატოვო-ტროიცკოე-კრემენაია იქნება. ისინი დამცავ ნაგებობებს აგებენ," - თქვა ლუჰანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ჰაიდაის თქმით, ხარკივის, ხერსონის, დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონებში მძიმე ბრძოლები გრძელდება. 


close დახურვა